Just another WordPress site

ილია წიქარიშვილი გენეტიკის კვალდაკვალ

0 637

ილია წიქარიშვილი გენეტიკის კვალდაკვალ
_______________________________________
მასზე სასუბრო ძალიან ბევრია, დავიწყოთ თავიდან. საიდან მოდის ფესვები?
მამის დედა, დედა ანა გახლდათ მგალობელთა გუნდის ლოტბარ-რეგენტი, ამავდროულად მოღვაწეობდა ფოლკლორის დარგში, მას დამთავრებული ჰქონდა საგუნდო სადირჟორო, რათქმაუნდა შვილი დავითი, დედის კვალს გაჰყვა და შავნაბადას მონასტრის რეგენტი გახლდათ 13 წლის განმავლობაში.
ილიას დედის მხრიდანაც აქვს განსაკუთრებული კოდური ხაზი, დედის დედა გახლავთ სქემმონაზონი დომინა, რომელიც აღესრულა 2012 წელს და დაკრძალულია ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერის წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში.
ილიას დედა ინგა (ანნა) ხაჩირაშვილი კეთილშობილი და გმირი დედაა, ათი შვილის გაზრდა (ილია, იოანე, ლავრენტი, თაკა, ნინი, ანანო, გიორგი, მარიამი, შიო, ნატალი) და სწორ გზაზე დაყენება, ხომ ყველაზე რთული და უძილო ღამეების შედეგია. ილია პირევლი შვილია, მან მუსიკალური განათლების ზიარება მამიდან დავითიდან მიიღო.
ილია ძალიან ახლგაზრდა შეუდგა მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელობას. ამით მან შეკრა გენეტიკური სამკუთხედი.
ბებია დედა ანა სოფელ სადგერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუნდის რეგენტი, მამა-დავითი შავნაბადას წმინდა გორგის სახელობის ტაძრის მგალბელთა გუნდის რეგენტი, ხოლო ილია ვარკეთილის ტაძრის წმინდა გიორგის სახელობის გუნდის რეგენტი.
ილია უკვე 10 წელია დაუზოგავად ასწავლის სხვადასხვა გუნდებსა და ანსმბლებს ქართულ საგალობებსა და ქალაქურ სიმღერებს.
ის ასევე რამოდენიმე კომპოზიციის ავტორიც გახლავთ.
კითხვაზე, „თავიდან რომ დაიწყოთ ცხოვრება, როგორ არჩევანს გააკეთებდით?“ გვიპასუხა: „ისევ უფალს მივენდობოდი და ჩემს ფესვებს ნაყოფს შევმატებდი, საგალობლები ჩემთვის ჟანგბადია, მას უფალთან მივყავარ“

Leave A Reply

Your email address will not be published.