Just another WordPress site

ემიგრანტი ზურაბ ცუცქირიძე პერსონა 2018 ის ტიტულს მიიღებს

0 18,715

ბევრი გვსმენია ქართველი ემიგრანტების წარმატების შესახებ საზღვარგარეთ, ისინი ცდილობენ სამშობლოდან შორს  ქვეყნის სახელის წარმოჩენას და ეს კარგადაც გამოსდით, სამუშაოსთან ერთად ქართველი ემიგრანტები აქტიურად არიან ჩართულები კულტურულ, სამოქალაქო და საქველმოქმედო ღონისძიებებში. მათ უყვართ თავისი სამშობლო და ენატრებათ ოჯახები. საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონას საორგანიზაციო კომიტეტი თვითოულ ქართველ ემიგრანტს ჯამრთელობას და კეთილდღეობას უსურვებს.  პერსონა 2018 ზე ორგანიზაცია ,,ქართული გვარების” ინიციატივით საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტის მოცეკვავე ზურაბ ცუცქირიძის წარდგენა მოხდა. ბორდის მიერ ზურაბ ცუცქირიძე ერთპიროვნულად დადასტურდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ზურაბ ცუცქირიძე-პერსონა 2018 ს  ემიგრაციაში ქველმოქმედებისა და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიიღებს. აღნიშნული დაჯილდოების ცერემონია 2013 წლიდან იმართება და სხვადასხვა წლებში პერსონას ტიტული ისეთ ბუმბერაზ ადამიანებს აქვთ მიღებული , რომლებიც გახლავთ ნანი ბრეგვაძე, კახი კავსაძე, გიორგი უშიკიშვილი, მანანა თოდაძე, ლეილა აბაშიძე, თემურ წიკლაური და სხვები. factnews.ge ზურაბ ცუცქირიძეს საფრანგეთში დაუკავშირდა:

ზურაბ ცუცქირიძე: 5 წლიდან დავიწყე ცეკვა ანსამბლ მართვეში. (არტოს ბაღში) ცოტა რომ წამოვიზარდე უშუქობის პერიოდი იყო და ლამპით ხელში გავდიოდი ხოლმე დარბაზში და ისე ვმეცადინეობდი მარტო ჩემს თავთან ლამპის შუქზე, ისეთი უზომოდ შეყვარებული ვიყავი ცეკვაზე.16 წლიდან გავხდი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავის უმაღლესი კატეგორიის მოცეკვავე, ანსამბლი რუსთავი ჩემი მეორე ოჯახი იყო არის და იქნება. 2013 წლიდან მე და ჩემი ოჯახი ვიმყოფებით ემიგრაციაში მყავს მეუღლე ნინო გეთიაშვილი, და 3 ქალიშვილი.

ზურაბმა  ემიგრაციაში გამგზავრების შემდეგ ქართული ცეკვის ანსაბლი დეისი შექმნა ემიგრანტებისთვის და მთელი საფრანგეთს გააცნო ცეკვით საქართველო
ზურაბ ცუცქირიძე: მე ძალიან ვამაყობ იმით რომ ამხელა საფრანგეთში პატარა საქართველო შევქმენი გავაერთიანე უამრავი ქართველი და მთელ საფრანგეთს ვაცნობთ ქართულ ხელოვნებას

რატომ დარქვით ანსაბლს დეისი? 
ჩემი გვარი წარმოშობით იმერითიდან არის  დეისიდან და ძალიან მიყვარს ეს მხარე , დეისი არის კუთხე ხარაგაულის რაიონში საიდანაც მოდის ჩემი გვარი და აგერ საფრანგეთშიც მაქვს პატარა დეისი ამიტომაც დავარქვი !!!
ძალიან სამწუხაროა რომ უმრავლესობა ქართველი ემიგრანტების ქართულად ვერც კი ლაპარაკობენ, აი აქედან გამომდინარე გადავწყვიტე რომ გამეხსნა ქართული ცეკვის სტუდია და გამეერთიანებინა ყველანი
ჩემს სტუდიაში სავალდებულოა ქართულად საუბარი და ქართული ენის ცოდნა პატარა ეტაპზე მაინც
უნდა ნახო უცხო ქვეყნის მოქალაქეები როგორ გულმოდგინედ მღერიან ქართულ ჰიმნს
და როგორ ირგებენ ქართულ სამოსს
სექტემბრიდან ჩვენს სტუდიაში ერთიანდებიან დაუნის სინდრომიანიან პირები და ასევე უპატრონო ბავშვთა სახლებიდან რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უდიდესი სურვილი გამოთქვეს ქართული ცეკვის შესწავლის რაც ძალიან მახარებს და მაძლიერებს.
ის ყოველდღიურად 800დან 1000 კილომეტრს გადის, მაგრამ ეს დაღლა ბათილდება მაშინ როდესაც ბავშვების სახეებს ხედავს.

ზურაბ ცუცქირიძე:

როცა ბავშვების ბედნიერ სახეებს ვხედავ
უკვე ვგრძნობ რომ ამ ბავშვების ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფს
ამ ახალგაზრდებს გვერდში დგომა ჭირდებათ ბევრს ისეთი მონაცემები აქვთ რომ მათი დაკარგვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მე ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ მათთვის სანამ პირში სული მიდგას და არ დავიღლები ყოველთვის ვიქნები ამ ახალგაზრდების სამსახურში

Leave A Reply

Your email address will not be published.