Just another WordPress site

დაბნეული ჟიური საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე და სამი გამარჯვებული

0 977

ქალაქ ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “Discaver Silk Roud Star 2018″, რომელმაც უმასპინძლა 14 ქვეყანის მომღერალს. ფესტივალი სამი საკონკურსო დღისგან შედგებოდა, სადაც მომღერლებმა მსოფლიო ჰიტები, ნაციონალური და ქართული სიმღერები შეასრულეს. ეს იყო კარგად ორგანიზებული ფსტივალი, ორგანიზტორებმა: ნინო შალამბერიძემ, თამარ აფციაურმა , ავთო გვასალიამ, ზაზა წურწუმიამ, და გიორგი წიკლაურმა, მაქსიმუმი გააკეთეს. 14-ვე ქვეყნიდან სტუმრად ჩამობრძანდნენ წამყვანი ტელევიზიები და პროფესიონალი ფოტოგრაფები. ფესტივალის სპონსორები გახლდათ: ორბი, ფარმასი, სასტუმრო „აისი ბორჯომი“, კოსმეტიკური კომპანია უბერი. მხარდამჭერიები სასტუმრო ეიფორია , საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი გიორგი ჩიგოვაძე,
მანანა გოგლიჩიძე,  სასტუმრო ბაგრატი, ჟურნალი „თქვენი სახე“ და მედია პორტალი „factnews.ge“.
საგულისხმოა, რომ ქულების შეჯამებით, 3 პირველი და 2 მეორე ადგილი გამოვლინდა, რამაც ჟიური დააბნია და დიდი ბჭობის შემდეგ სამივეს მიენიჭათ პირველი, ხოლო ორს მეორე ადგილი.
პირველი ადგილი: სალი მირიანაშვილი (საქართველო), მირაზ ჟუგუნუსოვი(ყაზახეთი) და ემილია იაქუბოვა(აზერბაიჯანი)
მეორე ადგილი: აბაი სერიკოვი და ამირხონ ხატამოვი
მესამე ადგილი: მარიანა შერბაკი
პრტალი „factnews.ge“-ის მთავარი რედაქტორის იოსებ კავკავაშვილის რჩეული გახდა პირველი ადგილის მფლობელი სალი მირიანაშვილი, ხოლო ჟურნალი “თქვენი სახე”-ს დამფუძნებელი ინგა სიორიძის რჩეული გახადა პირველი ადგილის მფლობელი მარაზ ჟუნგუნისოვი, მათ გადაეცათ დიპლომები და საჩუქრები. ასევე პირველი ადგილის მფლობელ მირას ჟუნგუნისოვს ინტერნაციონალ ჯორჯია მუსიკალურ კლიპს გადაუღებს. პროექტის იდეის ავტორი პტოდიუსერი ნინო შალსმბერიძე გახლავათ.

Leave A Reply

Your email address will not be published.