Just another WordPress site

ბელგიაში, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება

0 237

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტი მათ წინაშე სიტყვით გამოვიდა და მადლობა გადაუხადა აკადემიური წრეების წარმომადგენლებს იმ ინტერესისთვის, რომელსაც მრავალი წელია, ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლის მიმართ ავლენენ.

გიორგი მარგველაშვილისა და უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით, ლუვენის უნივერსიტეტში ქართული ენის, ისტორიისა და თანამედროვე მეცნიერების შესწავლის კათედრა გაიხსნება.

პრეზიდენტმა მისი ბრიუსელში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებაა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქართველმა ხალხმა თავისი გეოპოლიტიკური არჩევანი საუკუნეების წინ გააკეთა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.