Just another WordPress site

ბევრი ემოცია ახალი წიგნის პრემიერაზე

0 413

27 აპრილს წიგნის საერთაშორისო დღეს ხელოვან და მწერალ ინგა სიორიძის კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

კრებულში სულ 47 ნაწარმოები შევიდა. მათ შორის ინგა სიორიძის ლექსები, რომელიც მსახიობმა იოანე ქართველმა წაიკითხა.

მონო სპექტაკლი ასე შეაფასა დამსწრე საზოგადოებამ წიგნის პრეზენტაცია. ბევრი აპლოდისმენტი და დადებითი ემოცია მოყვა ახალი წიგნის წარდგენას. წიგნი გამომცემლობა მინიატურაში დაიბეჭდა.

წიგნის რედაქტორი მწერალი ბელა ალანია გახლდათ ხოლო რეცენზია წიგნს ლერი კვაჭანტირაძემ მიუძღვნა.

წიგნი მხატვრულად ახალგაზრდა მხატვარმა თორნიკე ლაბაურმა გააფორმა. ინგა სიორიძე: ყველას მინდა მოვეფერო და დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. რომ არა ეს ადამიანები მე ვერაფერს შევძლებდი. მადლიერება მინდა გამოვხატო ბიზნესმენებ ლალი ბაირამოვასა და მერაბ მესხის მიერ.


ასევე გირგი მასხულიას დახმარებისთვის. ასევე იური და ილია მოქიას, ჯიმი მაქაცარიას და ჟურნალ თქვენი სახის რედაქტორს ეთო ურუდიას. ვერ გამოვტოვებ მანჩო მელქაძეს, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჩემს ვარცხნილობაზე. ასევე უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ულამაზესი ტორტისთვის მურმან გამისკნიას. ფოტოგრაფებს დიმიტრი მელიქიძეს, პაპუნა კახიძეს და გენადი გაბოძეს. ასევე უღრმესი მადლობა რესტორან ძველ ქალაქს მასპინძლობისთვის.

Leave A Reply

Your email address will not be published.