Just another WordPress site

2011 წელს საქართველსო მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტი საფრანგეთში აუქციონზე გაიყიდა თუ არა

0 1,059

“S.O.S. გ ა ა ვ რ ც ე ლ ე თ ! ! !

2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტი, ცინიკურად და თავხედურად საფრანგეთში გაყიდეს!

გუშინწინ შემთხვევით წავაწყდი ამ განცხადებას ფრანგულ საიტზე სადაც ყიდიან ხელოვნების ნიმუშებს და ანტიკვარიატს, ეს არის 2011 წელს საქართველოდან გამქრალი, ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამის ფრაგმენტი. ყელსაბამი თარიღდება ქრ.შობამდე მე-5 საუკუნით!!! ეს არის უნიკალური ქმნილება და ნიმუში ქართული კულტურისა. მაშინ როდესაც 2011 წელს პატიოსანმა ხალხმა ვისაც არ შეეშინდა განგაშის ზარების რეკვა დაიწყო და გამოიტანა ინფორმაცია რომ სამკაულს აკლდა 12 ცალი კუს გამოსახულებიანი ფიგურა, ამ ფაქტს არავინ ყურადღება არ მიაქცია. იყო მუქარის ზარები მაშინდელი მესვეურებიდან რომელთა სახელების დასახელებას მოვერიდები სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე!

მივმართავ კულტურის სამინისტროს, საქართველოს მთავრობა – ჩვენს თვალწინ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა გაყიდეს! ეს არის დანაშაული და კრიმინალი რომელიც უნდა გამოიძიოთ! ჩემმა შვილმა დარეკა მითითებულ ნომერზე და გვითხრეს რომ კერძო პირის განცხადება იყო, ვინმე ლელა თოფურიძის სახელზე და რომ ნივთი გაიყიდა და არ აქვთ უფლება გვითხრან ვინ არის მფლობელი არც ამ თოფურიძის ნომერს გვაძლევენ!

მოგმართავთ საზოგადოებას, 2011 წელს ამას უბრალო ხალხი ვერ გააქრობდა, აქ მაშინდელი ჩინოვნიკების ინტერესები იყო და იგი სახელდახელოდ გააქრეს ქვეყნიდან. ეხლა ეტყობა რომელიმე მაშინდელ ჩინოვნიკს ფული დასჭირდა და ესე ცინიკურად ყიდის ჩვენს საგანძურს. ვინმემ თუ იცით ვინ არის ეს ლელა თოფურიძე, ვის შეიძლება დავუკავშირდეთ, როგორ მივმართოთ ან სამინისტროებს ან საელჩოებს გთხოვთ გამომეხმაურეთ. განცხადებაც წაშალეს და ყველა კვალი დაიკარგა! ”

ინფორმაციას სოციალური ქსელის დახმარებით ავრცელებს ვინმე მანჩო.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.