Just another WordPress site

“შესაძლოა ეს არჩევნები ისტორიულიც კი აღმოჩნდეს” ირმა კახიძე

0 772

არასამთავრობო ორგანიზაცია: ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ასოციაცია“ საპრეზიდენტო არჩევნების  პირველ ტურში იყო დამკვირვებელი და  მეორე ტურშიც არიან წარმოდგენილნი  მცხეთის 27-ე ოლქის ყველა უბანზე.

,,კონსიტუციურ უფლებათა დაცვის ასოციაციის“ თავმჯდომარე ქ-ნი ირმა კახიძე ასე აფასებს წინა საარჩევნო გარემოს:

 

,,საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე 2 დღეა დარჩენილი. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთვლი რომ თითოეულმა ჩვენგანმა უნდა სწორად შეაფასოს მოვლენები და გააკეთოს  საკუთარი არჩევანი.  შესაძლოა ეს არჩევნები ისტორიულიც კი აღმოჩნდეს, რადგან საზოგადოებრივი ერთობა ასეთი მძლავრი იშვიათად არის საქართველოში.

დღევანდელი დღის ანალიზიდან გამომდინარე, ჩანს რომ მეორე ტური ბევრად უფრო დაძაბული იქნება. ქვეყნის სტაბილურობიდან გამომდინარე, აუცილებელია არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიაროს.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს არჩევანს და საზოგადოების განწყობას, სახეზე გვაქვს ორი რადიკალურად განსხვავებული აქტიური ამომრჩეველი. ფაქტობრივად მეორდება 2012 წელი, რადგან სწორედ ის პოლიტიკური ძალები დარჩნენ ერთმანეთის პირისპირ, როგორც მაშინ. ამ შემთხვევაში  თითოეულ ჩვენგანს არ გვაქვს შეცდომის უფლება, რადგან ჩვენი არჩევანი ჩვენი ქვეყნის ბედზე აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და სამართლებრივი კუთხითაც ბევრი პრობლემაა, ვთვლი რომ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ და ქვეყანას მივცეთ სწორი განვითარების პერპესქტივა.“

Leave A Reply

Your email address will not be published.