Just another WordPress site

“საქართველოს კიდევ ერთი მკაცრი ნოტა უნდა გავუგზავნოთ”- ალი ლარიჯანი

0 167

ირანის პარლამენტის სხდომაზე, სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ ქართველი სამართალდამცველების მოქმედება მკაცრად დაგმო და ეროვნული უშიშროებისა და საგარეო საქმეთა კომისიას თბილისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესწავლა და რეაგირების მოხდენა დაავალა.

 

“პარლამენტი განზე არ უნდა დარჩეს ირანელი ქალების უპატივცემლო დამოკიდებლობის მიმართ. საქართველოს კიდევ ერთი მკაცრი ნოტა უნდა გავუგზავნოთო”, – განაცხადა ლარიჯანიმ.

 

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათი მოქალაქეების მიმართ უპატივცემულობა გააპროტესტა.

განცხადების თანახმად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი ბაჰრამ ქასემი თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ისლამური თავსაბურავის „უპატივცემულო მოპყრობაზე” საუბრობს. საუბარია ფაქტზე, როდესაც ისპაჰანი-თბილისის რეისის შემოწმების დროს მგზავრებისთვის თავსაბურავის მოხსნას ითხოვენ.

 

თბილისში ირანის საელჩომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და განმარტების გაკეთება მოითხოვა.

Leave A Reply

Your email address will not be published.