Just another WordPress site

საქართელოს იურისტთა უმაღლესი სკოლის მსმენელები სტაჟირებას სტრაზბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაივლიან

0 662

 

      საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა რა პროგრამებს სთავაზობს საზოგადოებას?

 

,,საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა“  კიდევ ორი ახალი ფილიალით განაახლებს მუშაბას 16 სექტემბრიდან. ახალი ფილიალები იფუნქციონირებს ქ. თელავსა და ქ. ზუგდიდში.

ჩვენი ორგანიზაცია იურიდიული განათლების მქონე პირებსა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ბერვ საინტერესო და საჭირო მოკლევადიან სერთიფიცირებულ კურსებს სთავაზობს:ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი;მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსი;ნოტარიუსის საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსუ;სახელშეკრულებო სამართალი;საბაკო სამართალი;სამშენებლო სამართალი;სამეწარმეო სამართალი;შრომის სამართალი;სახელმწიფო შესყიდვები;ადმინისტრაციული ტექნიკები;საგადასახადო სამართალი;მასწავლებელთა მოსამზადებელი კურსი სამოქალაქო განათლებაში;სტაჟირება სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით;პრაქტიკული კურსი სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით;კურსი სამოქალაქო სამართალში;კურსი სისხლის სამართალში;იმიტირებული პროცესები, როგორც სისხლის ასევე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.გაცვლითი პროგრამები იურისტებისთვის სხვა დასხვა ქვეყნებში;

 

რას გულისხმობს მოკლევდიანი ტრენინგები და ვისთვისაა განკუთვნილი ?

ჩვენი ტრენინგები ძირითადად იურისტებზეა გათვლილი თუმცა გვაქვს არაიურისტებისთვისაც გარკვეული ტრენინგები, მაგალითად სახელმწიფო შესყიდვები, აღნიშნულ კურსზე ნებისმიერი პროფესიის მსურველი შესაძლოა დარეგისტრირდეს. რაც შეეხება მოკლევადიან კურსებს, მოკლევადიანი კურსები გულისხმობს, მცირე დროში ყველაზე საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას. ჩვენ ვუტარებთ ასევე კორპორატიულ ტრენინგებს სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებს, თითოეული მოდული უშუალოდ მორგებულია იმ კომპანიაზე და მის სტრატეგიაზე, ვის თანამშრომლებსაც ვატრენინგებთ. ამ მხრივ ძალიან აქტუალურია სახელშეკრულებო სამართალი, ასევე მოთხოვნადია ადმინისტრაციული ტექნიკები.

 

რამდენად შესაძლებელი იურისტთა სკოლაში ტრენინგთან ერთად პრაქტიკების გავლა?

გვაქვს რამდენიმე მოდული, რა დროსაც კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელებს რეკომენდაციას ვუწევთ სხვადასხვა კომპანიაში სტაჟირების კუთხით. მაგალიტად საბანკო სამართალი. აღნიშნული კურისის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები გაივლიან სტაჟირებას სხვადასხვა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების იურისტებთან, რაც გახლავთ რეალური შანსი შმდგომში დასაქმებს თვალსაზრისით.

 

 

 

 

      ვინ არიან თქვენი სკოლის ტრენერები?

ჩვენი ორგანიზაციის ტრენერები გახლავთ მოქმედი მოსამართლეები, ადვოკატები. პროკურორები და სამართლის დოქტორები.

 

ახალი სეზონიდან რა ახალი გეგმები გაქვთ?

ახალი სეზონიდან გვექნება საჯარო ლექციები, შეხვედრები წარმატებულ იურისტებთან, რომლების გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებებს, ასევე ვესტუმრებით პერიოდულად საქართველოს პარლამენტს, ჩვენს მსმენელებს შსაძლებლობა ექნებათ დაესწრონ სესიებს. ასევე გვექნება სიახლეები გაცვლითი პროგრამების მიმართულებით და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, ჩვენი მსმენლები სტაჟირებას გაივლიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

 

 

Leave A Reply

Your email address will not be published.