Just another WordPress site

სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას დიქტატორად მოიხსენიებს

0 684

პირველი პრეზიდენტის ოჯახი სალომე ზურაბიშვილისგან განმარტებებს ითხოვს. კონსტანტინე გამსახურდიას აინტერესებს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რატომ ამართლებდა ის გამსახურდიას ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას და რატომ უწოდებდა პირველ პრეზიდენტს დიქტატორს.

საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ, 1992 წელს, გაზეთ “ივერიაში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ის პირველი პრეზიდენტის დამხობას ლეგიტიმურს უწოდებს.

მაშინ, ზურაბიშვილი ამ გამოცემაში სტატიებს რამდენიმე ფსევდონიმით აქვეყნებდა. სტატიაში „საქართველოს საკითხი“, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლებას დამხობას ლეგიტიმურად მიიჩნევს, გამსახურდიას დიქტატორად მოიხსენიებს და მას სისხლიან მმართველობაში ადანაშაულებს. ზურაბიშვილი წერს, რომ თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის დაჯგუფებები, რომელმაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება დაამხო, კანონიერი იყო.

კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ პოლიტიკური გზავნილებით, რომელიც პარიზში მცხოვრებ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა, ის საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობდა გაემართლებინა და მხარი დაეჭირა, კიტოვანი-იოსელიანისდაჯგუფებისთვის. პირველი პრეზიდენტის შვილს ეს გზავნილები რუსული სპეცსამსახურების ხელწერას ახსენებს. ზურაბიშვილის რუსეთთან კავშირებზე მიანიშნა ზვიად გამსახურდიას მეორე შვილმა, ცოტნე გამსახურდიამაც, რომელმაც პრეზიდენტობის კანდიდატს საგანგებო წერილით მიმართა.

ზვიად გამსახურდიას ოჯახი ერთადერთი არ არის, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებებს ელოდება. გამსახურდიას მთავრობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი, 92 წლის გზავნილებით არა ზვიად გამსახურდიას, არამედ საქართველოს და მის სახელმწიფოებრიობას ებრძოდა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა ფიქრობს, რომ 1992 წელს კანონიერ ხელისუფლების დამხობაზე და დღეს არსებული პოზიცია ომის დაწყებაზე, შემთხვევითი არ არის.

სალომე ზურაბიშვილს დღეს ამ ბრალდებებისთვის პასუხი არ გაუცია.

სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატით სტატუსით საპრეზიდენტო მარათონში უკვე 10 დღეა ჩაერთო.

Leave A Reply

Your email address will not be published.