Just another WordPress site

როგორ მოვიქცეთ ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს

0 62

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.სიცხეების გამო აქტიურდება სხვადასხვა დაავადება, რის გამოც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.

იმისათვის, რომ ცხელი დღეები მცირედით შევიმსუბუქოთ, საჭიროა დავიცვათ რამდენიმე წესი:

1. დაიცავით ჰიგიენა. ხშირად დაიბანეთ ხელი;

2. საკვები პროდუქტები აუცილებლად მაცივარში მოათავსეთ;

3. არ შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზეზე ყოფნა, ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში, უნდა ეცადოთ, დახურულ შენობაში, გრილ ადგილზე იყოთ;

4. სასურველია ტემპერატურა არ აღემატებოდეს 22-28 გრადუსს.

5. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ დიდი ოდენობით წყალი.

6. უნდა მოვერიდოთ კრემიანი, მაღალკალორიული საკვების მიღებას. მიღების შემთხვევაში კი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს საკვები დამზადებულია შესაბამისი სტანდარტების დაცვით.

7. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს.

8. მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.

9. თუ იგრძენით – თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა. მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

10. ზღვაზე ყოფნის შემთხვევაში, მზის აბაზანების მიღება შესაძლებელია დილის 11 საათამდე ან საღამოს 5 საათის შემდეგ.

Leave A Reply

Your email address will not be published.