Just another WordPress site

,,პატრიოტები” ქაცარავას წინააღმდეგ

0 105

„პატრიოტთა” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში დავით ქაცარავას საქმიანობას სახიფათოს უწოდებს და აცხადებს, რომ ქაცარავა  რუსულ საქმეს აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ დავით ქაცარავა,  მოძრაობა „ძალა ერთობაშია”-ს წევრია და ხშირად აწყობს აქციებს საოკუპაციო ზოლთან.

„ბატონი დავით ქაცარავა, რომელიც დაკავებულია ე.წ. საოკუპაციო სპექტაკლების დადგმით, ყველაზე ეფექტურად აკეთებს რუსულ საქმეს. პირდაპირ ვამბობ: მსგავსი ტიპის პროვოკაციებით (ვითომ ანტირუსული პოლიტიკის მომხრეები) წყალს სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამენ. სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს აქვთ ვალდებულება – შეაჩერონ ეს პროვოკაციული კამპანია, ვიდრე ბატონი ქაცარავა ახალ ომში არ გახვევს საქართველოს”, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

ავტორი:პაპუნა კახიძე

 

Leave A Reply

Your email address will not be published.