Just another WordPress site

პარლამენტის თავჯდომარემ ხაზარაძის და ოქუაშვილის ქმედებები ერთმანეთს მიამსგავსა

0 582

პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისა და “ომეგა ჯფუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ქმედებები ერთმანეთს მიამსგავსა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოქუაშვილს მაშინ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა სურდა და ასევეა მამუკა ხაზარაძის შემთხვევაშიც.

“აქ არის ძლიან მარტივად საქმე. გახსოვთ ალბათ ოქუაშვილის შემთხვევაც, რომელსაც ჰქონდა 50 მლნ ლარის ვალი და მისი ინტერესი იყო ეს სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაეტანათ. აქაც იგივესთან გვაქვს საქმე. არის სამართლებრივი საკითხი და არის მცდელობა, რომ გადავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, მაგრამ როგორ დაამთავრა ოქუაშვილმა, თქვენ ეს კარგად იცით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. მან სასამართლოში წერილის ასლიც მიიტანა, რომელიც დღეს პროკურატურამ გაასაჯაროვა. შს მინისტრმა კი ხაზარაძის ბრალდებას ასე უპასუხა:„მე წერილებს არ ვწერ და სათქმელს პირში ვეუბნები ყველას“.

21 თებერვალს „თიბისი ბანკმა” ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა, ბანკმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის. ასევე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბანკიდან მიდის. ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა ბადრი ჯაფარიძემაც.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 28 თებერვალს პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეო სქემა, რომლითაც „თიბისი ბანკის“ საქმე აღწერა.

„ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს და სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი უთანხმოება, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება, კომპანიის მხრიდან ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას უკავშირდება, თუმცა ამ ფაქტს ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამს.

“ომეგა” აცხადებდა, რომ სახელმწიფო მასზე რეკეტს ახორციელებდა და ამის დასტურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ფარული ჩანაწერების სერიის გამოქვეყნება დაიწყო, ხელისუფლება კი ამ ყველაფერს აფასებდა სახელმწიფოს მიმართ 50 მილიონი ლარის ოდენობით ვალის თავიდან აცილების მცდელობად.

Leave A Reply

Your email address will not be published.