Just another WordPress site

პაკისტანში ოჯახური ძალადობა კანონიერია , აი შედეგებიც!

რა ემოციები გებადებათ ამ სურათების შემყურეს? მძიმე შოკი, გაუგებრობა, გაკვირვება, ყოვლად მიუღებლობა და ამ კულტურის უარყოფა.

0 623

ჩვენ თქვენთან ერთად შევეჩვიეთ ისეთ საზოგადოებაში ცხოვრებას სადაც კაცი და ქალი ერთნაირ უფლებებს ფლობს. სადაც მეწყვილის უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები მიუღებელია და ისჯება კანონით. მაგრამ არის ისეთი ქვეყნებიც სადაც ამ მხრივ სულ სხვანაირი მდგომარეობაა. მაგალითად ავიღოთ პაკისტანი. რა იცით ამ ქვეყნის შესახებ? სიმართლე რომ გითხრათ ამ სტატიის დაწერის შემდეგ მე სულ გამიქრა იმის სურვილი დავინტერსდე ამ ქვეყნის კულტურითა და ისტორიით. და მიზეზი სულ უბრალოა – ქალები ყველანაირ უფლებებს მოკლებულნი არიან. მათ არ იციან რა არის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ისინი იბადებიან იმისათვის რომ ემსახურონ ქმარს და თავის ოჯახს. და ეს არის კანონი რომელსაც მხარს უჭერს სახელმწიფო.

ახლახან Nicholas D. Kristof მა დაწერა სტატია პაკისტანელი ქალების შესახებ, რომლებიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. სტატიას ერქვა «Terrorism that’s personal» (ტერორიზმი-ეს არის პირადი) ფოტოები სტატიისათვის გააკეთა Emilio Morenatti იმ რომელმაც იმყოფებოდა პაკისტანში იმ მიზნით რომ ამ ძალადობის დამადასტურებელი სურათები გადაეღო. ყურადღებით შეხედეთ ამ შოკის მომგვრელ ფოტოებს:

Irum Saeed, 30 წლის. Irum მა მიიღო მძიმე დამწვრობა სახეზე, ზურგზე და მხრებზე 12 წლის წინ, როდესაც მან უარყო ბიჭი რომელიც არ მოსწონდა, ბიჭმა კი მას შეასხა მჟავა დღით მზისით ქუჩაში. მას მოუწია 25 პლასტიკური ოპერაციის გადატანა.

Shameem Akhter, 18 წლის. 3 წლის წინ 3მა ბიჭმა გააუპატიურა, რომლებმაც ამის შემდეგ მჟავა დაასხეს მას. 10 პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა ცოტათი მაინც რომ დაეფარათ მისი შრამები.

Shehnaz Usman, 36 წლის. ოჯახური კამათის დროს მჟავით იქნა დამწვარი 5 წლის წინ. 10 პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა.

Kanwal Kayum, 26 წლის. მჟავა დაასხა 1 წლის წინ ბიჭმ რომელთანაც არ უნდოდა დაქორწინება. არასოდეს არ გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია.

Memuna Khan, 21 წლის. ოჯახური შელაპარაკებისას იქნა დამწვარი მჟავით. 21 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

.image

Naila Farhat, 19 წლის. ბიჭმა რომელთანაც არ სურდა დაქორწინება გადაასხა მჟავა 5 წლის წინ. რამდენიმეჯერ გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია.
image

26 წლის. 15 წლის ასაკში ბიჭმა დაასხა მჟავა როდესაც მან უარი უთხრა ერთად ცხოვრებაზე სკოლის დამთავრებამდე. 9 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. ხელში უჭირავს თავისი ფოტო როგორიც იყო ტრაგედიამდე.

 

image.

ავტორები:

პაპუნა კახიძე

ნინა დუდუჩავა

Leave A Reply

Your email address will not be published.