Just another WordPress site

ოსური სიმღერა ქართველი მომღერლისგან

0 507

გადაცემას „რადიო დუეტი“ ბაიკო ასლამაზიშვილი ესტუმრა. ის მცირე პაუზის შემდეგ წარსდგა მსმენელის წინაშე. ბაიკომ ოსური სიმღერა ჩაწერა, ასევე პირდაპირ ეთერში ცოცხლად იმღერა. დიდი პაუზა გქონდა… დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება ახალი ნამუშევარი მსმენელს წარვუდგინო. დიახ, იყო პაუზა, თუმცა გავაქტიურდი. ინიციატორები ჩემი ბიძები და დედა არიან. დედა ოსია და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ოსური სიმღერა ჩამეწერა. სიმღერაზე ზაზა გოჩიტაშვილმა იმუშავა, მელოდია ძველი ოსური ხალხურია, ტექსტი კი ნანა ცინცაძემ დაწერა. „სიმღერამ გითხრას“ – ასე ქვია სიმღერას. როგორია შენი სამომავლო გეგმები? მზადდება მეორე სიმღერაც, ეს იქნება დუეტი ფანდურასთან ერთად. ხომ არ ფიქრობ ალბომის ჩაწერაზე? ალბომზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. არ მიფიქრია ამ თემაზე. სატელევიზო პრემიერას ხომ არ გეგმავ? დათო ორაგველიძე აპირებს ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებას და სავარაუდოდ, სატელევიზიო პრემიერაც იქნება. წარმატებებს გისურვებ. წყარო რადიო არდაიდარდო. სიმღერა შეგიძლიათ მოისმინოთ ამავე რადიოს გვერდზე.

Leave A Reply

Your email address will not be published.