Just another WordPress site

„მძორი ქალი, ძაღლი მიაკვდა სულში“, – “ენმ” წევრების ნაწილს გურანდა გაბუნიას გარდაცვალება გაუხარდა

0 1,811

გურანდა გაბუნიას გარდაცვალების ფაქტმა ფეისბუქმომხმარებლების გარკვეული ნაწილი არამცთუ დაამწუხრა, გაახარა კიდეც. მსახიობის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი ნინია ცისკარიშვილმა გამოაქვეყნა.
„გურანდა გაბუნია გარდაცვლილა.
მძორი ქალი..
მოღალატე საქართველოსი..
ფულის მონა..
ახლა არ დამეტაკოთ. მოკვდა და ნუ ამბობ მასეო..,“
როგორც ნინია ცისკარიშვილის ფეისბუქგვერდიდან ჩანს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია და არაერთი ფოტო ოპოზიციური ორგანიზაციის საპროტესტო აქციაზე თუ პარტიის ოფისში აქვს გადაღებული.
ნინია ცისკარიშვილის სტატუსის პათოსი მისმა პოლიტიკურმა თანამოაზრეებმაც გაიზიარეს და ცნობილი ქართველი მსახიობის კრიტიკა მისი გარდაცცვალების შემდეგაც კი არ დაიშურეს.
შეგახსენებთ, რომ 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა.
გურანდა გაბუნიამ 1960 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.
ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში. სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველის, თბილისის სანიტარული კულტურისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.
მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.