Just another WordPress site

მარტიდან ქუჩაში გინებაზე 1000 ლარიანი ჯარიმა წესდება

1000 ლარის ოდენობის ჯარიმა მათ ვინც ქუჩაში შეიგინებს

0 1,108

წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა 100 ლარიდან 1000 ლარამდე იზრდება. ხსენებული ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა.
კანონპროექტით, წვრილმანი ხულიგნობა – საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარიდან 1000 ლარამდე თანხით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად მიიჩნევა, ამას დაემატება 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება.
ცნობისთვის, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს იარაღის ტარების უფლება სამი წლის ვადით ჩამოერთმევა.

Leave A Reply

Your email address will not be published.