Just another WordPress site

კოსმოსური სადგურის ნამსხვრევები შესაძლოა საქართველოსაც დაეცეს

0 243

 

ჩინური კოსმოსური სადგურის ნამსხვრევები დედამიწაზე 24 საათში ჩამოვარდება. ამის შესახებ ჩინელი მეცნიერები იუწყებიან, სადგური „ტიანგონ-1“ ჩინური კოსმოსური პროგრამის ფარგლებში 2011 წელს გაუშვეს ორბიტაზე.

ევროპული კოსმიური სააგენტოს მონაცემებით, სადგურის ნამსხვრევები დედამიწის ატმოსფეროში 2 აპრილს თბილისის დროით, 04:25-ზე შემოაღწევს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ექსპლუატაციიდან გამოსული 8,5 ტონიანი სადგურის დიდი ნაწილი დაიშლება, თუმცა არსებობს საფრთხე რომ ზოგიერთი დიდი ნამსხვრევი მაინც ჩამოვარდება დედამიწის ზედაპირზე.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანახმად, ჩამოვარდნის ზონა ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყო ჩრდილოეთის 43 გრადუსსა და სამხრეთის 43 გრადუსს შორის. ამ ზონაში, პორტუგალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთსა და საბერძნეთთან ერთად, ხვდება საქართველოც.

Leave A Reply

Your email address will not be published.