Just another WordPress site

კოკოითი ბიბილოვის რეჟიმს რუსეთის საზიანო ქმედებებში ადანაშაულებს

0 153

კოკოითი – ტატუნაშვილის საქმეზე: “მსგავსი კანონსაწინააღმდეგო, არაადამიანური ქმედებები ზიანს აყენებს ცხინვალსა და მოსკოვს”.  ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს ეხმიანება და ბიბილოვის რეჟიმს მოსკოვისა და ცხინვალის საზიანოდ საქართველოს სასარგებლოდ მოქმედებაში ადანაშაულებს. როგორც კოკოითმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმეთან დაკავშირებით უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გაჩნდა და ის ამ კითხვებს საჯაროდ დასვამს. ” თუ ტატუნაშვილი დივერსანტი იყო, ამასთან დაკავშირებით ყველა მტკიცებულება უნდა წარედგინათ. ასე კი, რასაც ვხედავთ, სხვა არაფერია, თუ არა შორსმიმავალ შედეგებზე გათვლილი პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ:დროის წელვით ვიღებთ მხოლოდ იმას, რომ საქართველო ინფორმაციას მთელსსაერთაშორისო საზოგადოებას აწვდის, ის კი შემდეგ რუსეთს ემუქრება” – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა. ამასთანავე, მისი შეფასებით, მომხდარი თავად ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” რეპუტაციასაც ლახავს: “ჩვენ, ოსები მაღალი კულტურის ერი ვართ და ჩვენს იმიჯს ყოველთვის ვუფრთხილდებოდით. ჩვენ არასდროს არავისთვის მიგვიცია საბაბი, მსგავს კანონსაწინააღმდეგო, არაადამიანურ ქმედებებში დავედანაშაულებინეთ. ეს შემთხვევა კი სამხრეთ ოსეთის ესოდენ დიდი შრომით მოპოვებულ რეპუტაციას პირდაპირ ზიანს აყენებს”. კოკოითმა არ გამორიცხა, რომ მოსკოვისა და ცხინვალის წინააღმდეგ ამ “პროვოკაციაში” დე ფაქტო ხელისუფლების “პროქართული” წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები: “ეს ის პროქართული ძალებია, რომელთაც სამხრეთ ოსეთში შემოაღწიეს. სწორედ მათი პროვოცირებულია ეს ყველაფერი”, – დასძინა მან. ცნობისთვის: 2008 წლის ომის დროს, ქართული შენაერთების ცხინვალში შესვლამდე კოკოითი ჯავაში გაიქცა, სადაც რუსეთის 58-ე არმია იდგა. მას შემდეგ იგი ჩრდილში იყო და მხოლოდ ბოლო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინაპერიოდში გააქტიურდა, თუმცა მოქმედმა დე ფაქტო ხელისუფლებამ მას “პრეზიდენტობის” კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

 

ავტორი: სოსო კავკავაშვილი

Leave A Reply

Your email address will not be published.