Just another WordPress site

ზაზა სარალიძე, შს მინისტრს შეხვდება

0 59

 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, შს მინისტრს შეხვდება. შეხვედრა სამინისტროში 14:00 საათზე ჩაინიშნა.

არსებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძის და გიორგი გახარიას შეხვედრას, სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაესწრებიან.

შს მინისტრთან შეხვედრა ცოტახნის წინ გადაწყდა. ზაზა სარალიძეს შს სამინისტროს გენინსპექციის უფროსს, ალეკო ხოჯრევანიშვილს შეხვდა.

უკვე ორი დღეა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში იმყოფება და შვილის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვს.

დღესვე სოციალური ქსელით სარალიძის მხარდასაჭერი აქცია დაიგეგმა. ახალგაზრდები შს სამინისტროსთან დღეს 19:00 საათზე მივლენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.