Just another WordPress site

ვისთვის არ იქნება თბილისში საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სავალდებულო

0 1,327

1 ივლისიდან თბილისში ზონალური და საათობრივი პარკირება ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერიის ცნობით, საათობრივი პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს.

რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილზე უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით; გარდა ამისა, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით.

უპირველეს ყოვლისა კი პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება, არის კოტე აფხაზის ქუჩა (ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩები.

კახა კალაძის ინფორმაციით, საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ქუჩაში დამონტაჟებული გადახდის აპარატების მეშვეობით. შემოსული თანხა კი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აკუმულირდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.