Just another WordPress site

დღეს აქცია “ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი”

0 150

დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობობასთან აქცია გაიმართება მოთხოვნით “ნუ მომკლავ, აღასრულე სამართალი”. საქმე ეხება ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობას. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამა, ზაზა რასალიძე მოუწოდებს საზოგადოებას, რომ გვერდით დაუდგნენ და პროკურატურას მოსთხოვონ გამოძიება ობუექტურად ჩატარდეს.

ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიებაში არაერთი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა დაეცეს. ის ამბობს, რომ სამართალდამცველები ხელს აფარებენ დამნაშავეებს და მფარველობენ მათ. დღევანდელ აქციას, პანკისიდან უერთდება სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილების ოჯახი.

“მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს პოლიტიკური პარტია იქნება, არაპოლიტიკური პარტია იქნება, მმართველი გუნდი, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი თუ ვინ იქნება, მოვუწოდებ ყველა ჩემნაირ ადამიანს დამიდგნენ გვერდში. საღამოს 7 საათზე ყოფილი პარლამენტის შენობასთან გელოდებით ყველას რაღა აღმოვფხვრათ ეს მარაზმი და ჭეშმარიტებას ფარდა ავხადოთ,”-აცხადებს ზაზა სარალიძე.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

Leave A Reply

Your email address will not be published.