Just another WordPress site

დიდმა ბრიტანეთმა რუს დიპლომატებს შეუტია

ტერეზა მეის დიპლომატიური წნეხი რუსეთის სახელმწიფოს

0 174

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა, ტერეზა მეიმ, თემთა პალატაზე რუსეთისათვის საკმაოდ გამაღიზიანებელი გადაწყვეტილება მიიღო, რაც უმნიშვნელოვანესწილად განპირობებული იყო რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი აგენტის, სერგეი კრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას 4 მარტს, ქალაქ სოლსბერში ნერვულ–პარალეპტიკური ნივთიერებით მოწამვლით. ტერეზა მეიმ, 12 მარტს განაცხადა, რომ ბრიტანეთი 24 საათის განმავლობაში დაელოდებოდა ოფიციალური რუსეთის პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიტანეთის ტერიტორიაზე ის ნივთიერება, რომლითაც სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, და რომელიც მხოლოდ რუსეთში მზადდებოდა. მოსკოვმა ტერეზა მეის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა სწორედ ამ მიზეზით, დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გადაწყვეტილება მიიღო, რის შესასრულებლადაც რუსეთის წარმომადგენლებს ერთი კვირა მისცა.

რა თქმა უნდა, ამგვარი გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დაუტოვებია საპირისპირო მხარეს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ამ ყველაფერს: ბრიტანეთის პარლამენტში საცირკო წარმოდგენა უწოდა. ზახაროვამ ასევე დაასახელა რამდენიმე გვარი და ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ უპირველესყოვლისა, ამ ადამიანთა გარდაცვალებით დაინტერესებულიყვნენ და მათი საქმისთვის მოეფინათ ნათელი. მას მხედველობაში ჰქონდა ლიტვინენკოსა და ბერეზოვსკის გარდაცვალების ამბავი.

სკრიპალის საქმესთან ერთად, რუსეთ–დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა დაძაბა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების მიერ შექმნილმა ვიდეო რგოლმა, რუსული აგრესიის შესახებ, რომელშიც, სხვათა შორის, საქართველოს ანექსირებული ტერიტორიებიც ფიგურირებდა და ნათქვამი იყო, რომ რუსული მხარე აშკარა უპატივცემულობას ამჟღავნებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთან ერთად, 14 მარტს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ჯარების გაყვანის შესახებ.

როგორც ვხედავთ, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის ურთიერთობა ნელნელა იძაბება და სხვადასხვა საკითხებზე შეთანხმება უფრო  და უფრო  რთული ხდება. სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ რუსეთს განცხადება ჯერ კიდევ არ გაუკეთებია, რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რუსეთი ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ყოველდღე აფიქსირებს.

ავტორი: ანანო შალამბერიძე

Leave A Reply

Your email address will not be published.