Just another WordPress site

გლდანის რაიონში 13.000 კვ.მ–ზე პარკი მოეწყობა

პროექტი სრულ მზადყოფნაშია და სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება

0 188

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით გლდანის მე–6 მიკრორაიონში პარკი მოეწყობა. აღნიშნულთან დაკავშირებით კალაძე ასევე ამბობს, რომ პარკის გაშენება წინასაარჩევნო პროგრამის ერთერთი მთავარი პუნქტი იყო.

,, წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქ ვიმყოფებოდი, შევხვდი მოსახლეობას და პირობა მივეცი, რომ აქ ერთერთ საუკეთესო პარკს ავაშენებდით.როგორც დაპირება იყო, ვიწყებთ ამ სამუშაოების განხორციელებას. პროექტი მზად არის. მცირე ცვლილებელი არის საჭირო, რომ დიზაინი უფრო დახვეწილი იყოს. გამოვაცხადებთ ტენდერს და გაზაფხულიდან დავიწყებთ სამუშაოებს” – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე ასევე იმყოფებოდა გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.

 

ავტორი: ანანო შალამბერიძე

Leave A Reply

Your email address will not be published.