Just another WordPress site

ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი გარდაცვლილის მამინაცვალია

0 567

ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული 1972 წელს დაბადებული ვეფხვია ბაქრაძეა. ახლობლების ინფორმაციით, ის გარდაცვლილის დედის, ნათელა გობაძის ყოფილი მეუღლეა. როგორც  ოჯახის ახლობლები ყვებიან, ყოფილ მეუღლეებს შორის ბოლო პერიოდში კონფლიქტი ხშრად იყო, რის გამოც ნათელა გობაძემ ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თხოვნით მიმართა.

ვეფხვია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი დღეს, მკვლელობამდე ორი საათით ადრე გამოიცა , რის საფუძველზეც მას ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი აეკრძალა. ახლობლების გადმოცემით, სწორედ ამის შემდეგ ბაქრაძე მივიდა ბარნოვის #77–ში, სადაც ნათელა გობაძის ქალიშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. ბაქრაძემ 1993 წელს დაბადებულ ქალს შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ნაფარეულის ქუჩის გავლით მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ თავდამსხმელის ვინაობა უკვე დადგენილია და მიმდინარეობს ოპერატიულ–საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად. ჩვენი ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება მცხეთის რაიონსა და კუმისის ტბის აგარაკებზე, სადაც ვეფხვია ბაქრაძე სავარაუდოდ, კერძო საკუთრებებს ფლობს.

 

Leave A Reply

Your email address will not be published.