Just another WordPress site

ამერიკის საელჩო რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს…

0 608

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

- Advertisement -

შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედიაგარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა.

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედიაგარემოს შენარჩუნების საქმეში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.